ინგა ნოზაძე თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატია 2017 წლიდან. ის იურიდიული დახმარების სამსახურში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობდა საჩხერის საკონსულტაციო ცენტრის დაარსებიდან - 2014 წლიდან. 2005 წლიდან ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას საერთო სპეციალიზაციით, ასევე, პარალელურად ირიცხებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში და ახორციელებდა ადვოკატირებას სისხლის სამართლის საქმეებზე.
ინგა ნოზაძეს იურიდიული დახმარების სამსახურში მუშაობისას ჰქონდა არაერთი წარმატებული კონსულტაცია და სამართლებრივი საქმე, რითაც საკონსულტაციო ცენტრის ბენეფიციარებმა აღიდგინეს საკუთარი სამართლებრივი უფლებები.
ინგა ნოზაძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ინგა ნოზაძეს ჰყავს 2 შვილი.